მიწისქვეშა სასტუმრო შვედეთში
შევდეთში მიწისქვეშა სასტუმრო “Sala Silvergruva” დიდი პოპულარობით სარგებლობს. სასტუმრო მიწისქვეშ 155 მ სიღრმეზე მდებარეობს. სასტუმროში დაგხვდებათ ვერცხლის ავეჯი, შანდლების სტილის სანათები და „ფრანგული შამპანური“. საძინებელ ოთახში მოხვედრა მხოლოდ ლიფტით შეიძლება. ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაკლოვანება და პრობლემა გარე სამყაროსთან კომუნიკაციის არ ქონაა. აუცილებელია, რომ სასტუმროში თბილად გეცვათ, რადგან მიწისქვეშ მდებარე სასტუმროში ტეპერატურა მხოლოდ 2 გრადუსია. სასტუმრო დიდი პოპულარობით სარგებლობს და ოთახების დაჯავშნა წინასწარ, რამდენიმე კვირით ადრე მოგიხდებათ.