“პროკრედიტ ბანკის” დაყაჩაღების საქმე გახსნილია
“პროკრედიტ ბანკის” დაყაჩაღების საქმე გახსნილია, – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, “პროკრედიტ ბანკის” დაყაჩაღების ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. შს სამინისტროს პრესსამსახური ოფიციალურ ოპერატიულ მასალას რამდენიმე წუთში გაავრცელებს. “პროკრედიტ ბანკის” დაყაჩაღების საქმე გახსნილია, დააკავებულია ერთი პირი. მასალას მალე დავდებთ“, – წერს ნინო გიორგობიანი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, “პროკრედიტ ბანკის” ერთ-ერთ ფილიალს უცნობი პირი თავს დაესხა და გარკვეული რაოდენობის ფული გაიტაცა. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირის 54 ნომერში, დილით 10:45 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბანკს თავს შეიარაღებული მამაკაცი დაესხა, რომელიც უნიღბოდ იყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი მამაკაცი აღნიშნული ბანკის კლიენტი იყო. ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 179 -ე მუხლით დაიწყო.