თბილისში “პროკრედიტ ბანკი” დააყაჩაღეს
თბილისში, “პროკრედიტ ბანკის” ერთ-ერთ ფილიალს უცნობი პირი თავს დაესხა და გარკვეული რაოდენობის ფული გაიტაცა.
შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირის 54 ნომერში, დილით 10:45 საათზე მოხდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბანკს თავს შეიარაღებული მამაკაცი დაესხა, რომელიც უნიღბოდ იყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი მამაკაცი აღნიშნული ბანკის კლიენტი იყო. ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 179 -ე მუხლით დაიწყო.