“როდესაც ხარ ხელისუფლებაში, ნებისმიერი ტიპის სახელისუფლებო პასუხისმგებლობის აღება უნდა შეგეძლოს“

როდესაც ხარ ხელისუფლებაში ნებისმიერი ტიპის სახელისუფლებო პასუხისმგებლობის აღება უნდა შეგეძლოს,  – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა “მაესტროს ცხრიანის“ ეთერში განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა რა იყო მოტივი, რის საფუძველზეც ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე შეთავაზება მიიღო.
“როდესაც საქმე გაქვს თავდაცვასთან, პასუხისმგებლობა შეიძლება ორმაგად და სამმაგად მეტი იყოს, მაგრამ არცერთი წუთით არ მინდა დავაკნინოთ მნიშვნელობა ან დეპუტატობის ან კომიტეტის თავმჯდომარეობის, იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს საქართველოა. იმ გამოწვევების ფონზე რომელიც დღეს ქვეყანას აქვს, ვფიქრობ, პოლიტიკური თანამდებობა ერთის მხრივ, რისკის და თუ წარმატებული ხარ, სიამოვნების საფუძველია. მოტივები ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია , როდესაც ხარ პოლიტიკაში მზად უნდა იყო ყველაფრისთვის . მე აღარ ვარ ოპოზიციაში, შესაბამისად, როდესაც ხარ ხელისუფლებაში, ნებისმიერი ტიპის სახელისუფლებო პასუხისმგებლობის აღება უნდა შეგეძლოს, სხვნაირად უბრალოდ გაუგებარია არჩევანი რომელსაც აკეთებ, როდესაც მიდიხარ ასეთ რისკზე“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები