თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ვალუტა აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტ „თბილისის აეროპორტში“ საქართველოს მოქალაქეს, დათვალიერების შედეგად სხეულზე დამალული არადეკლარირებული თანხა – 78 900 აშშ დოლარი აღმოაჩნდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სტამბოლის მიმართულებით მიმავალი მგზავრი, საქართველოს მოქალაქე ბ.ი. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოსა და საბაჟო – გამშვები პუნქტის „თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა ეჭვის საფუძველზე შეაჩერეს.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 13-ე ნაწილის თანახმად, მოქალაქეს სანქციის სახით 3 000 ლარის ოდენობით, ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები