„სარფსა“ და „ვალეში“ ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
„სარფისა“ და „ვალეს“ საბაჟო – გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეთა ბარგის დათვალიერებისაას, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „სარფის“ ტერიტორიაზე თურქეთიდან შემომავალ თურქეთის მოქალაქე ნ.ს-ს ხელბარგში 9 აბი „აპრანაქს“ (APRANAX PLUS 30 mg CODEIN FOSFAT-ის შემცველობით) აღმოაჩნდა.
ასევე, თურქეთის მოქალაქეს, ი.ბ.-ს კი, რომელმაც საქართველოს საბაჟო საზღვარი თურქეთიდან „ვალეს“ გავლით გადმოკვეთა, თან ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი, 15 აბი „ვეგადოლი“ ჰქონდა.
საქმეთა მასალები შესაბამისად, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს გადაეცათ.