კახა კუკავა, ბეჟან გუნავა და კიდევ სამი პირი დააკავეს

„სითი პარკის“ წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე სამართალდამცველებმა პარტია “თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, ბეჟან გუნავა და კიდევ სამი პირი დააკავეს.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 4 პირის წინააღმდეგ საქმე აღძრულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა),
ხოლო ერთი პირის წინააღმდეგ მხოლოდ 173-ე მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები