შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

   შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, წყნეთის ქუჩაზე 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ავთანდილ თ.დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 46,083 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 17,6037 გრ ჰეროინს შეიცავს. ასევე ამოღებულია 1,5515 გრ კანაფის ფისი. ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს „სუბუტექსის“, მარიხუანის და ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები