“ნებისმიერ თავდაცვის მინისტრთან მზად ვარ ვითანამშრომლო, არა აქვს მნიშვნელობა არც სქესს, არც ეროვნებას და არც რელიგიას”

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვახტანგ კაპანაძე თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის შესაძლო დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა. როგორც თემაზე საუბრისას მან განმარტა, მომავალ მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრის სქესსა და წარმომავლობას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
„ეს არის პოლიტიკური თემა და მე არ მეხება.  ნებისმიერ თავდაცვის მინისტრთან მზად ვარ ვითანამშრომლო, არა აქვს მნიშვნელობა არც სქესს, არც ეროვნებას და  არც რელიგიას… ყველასთან ვითანამშრომლებ, ვინც ქართული ჯარის და სახელმწიფოს განვითარებაზე იზრუნებს“, – განაცხადა კაპანაძემ.
ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, მომავალ მინისტრთა კაბინეტში მინდია ჯანელიძეს ვეღარ ვიხილავთ და თავდაცვის უწყების მომავალ ხელმძღვანელად თინათინ ხიდაშელის კანდიდატურა განიხილება.
შეგახსენებთ, რომ მინისტრების ახალ კანდიდატურებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ხვალ, 10:00 საათზე წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები