შსს-ს წარმომადგენლები აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, რეფორმების და განვითარების სააგენტოს, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შსს-ს, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) შორის არსებული თანამშრომლობის, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების, საზღვრის ინტეგრირებული მართვისა და სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხები განიხლეს. ასევე ისაუბრეს მიმდინარე პროექტებისა და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები