საქართველოს მოქალაქემ ეჭვიანობის ნიადაგზე აზერბაიჯანელი მოსწავლე გოგონა მოკლა

საქართველოს მოქალაქემ, ეროვნებით აზერბაიჯანელმა იზეტ ხუსეინოვმა ბაქოს მე-11 კლასის მოსწავლე გოგონა ცივი იარაღით მოკლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე იყო ჩადენილი. 20 წლის ხუსეინოვის თქმით, მან 17 წლის აიატაჯ ბაბაევა იმის გამო მოკლა, რომ გოგონა ცოლად გაყოლას ჰპირდებოდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და უთხრა, რომ თავის ნათესავზე აპირებს დაქორწინებას. მკვლელობა ბაქოში, ნურიევის ქუჩაზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ხუსეინოვმა ბაბაევას სამზარეულოს დანით 5 ჭრილობა მიაყენა, რომელთაგან ერთ-ერთი სასიკვდილო აღმოჩნდა.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ამჟამად ხუსეინოვის მიერ დასახელებული მკვლელობის მოტივების გადამოწმება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები