ბიძინა ივანიშვილი: არ დაგიმალავთ, მქონდა ყიფიანის და გუნდის შერიგების მცდელობა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს საკუთარ გუნდთან შერიგების მცდელობა ჰქონდა, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების, მათ შორის, ლევან ყიფიანის გადადგომაზე საუბრისას განაცხადა.

„სპორტის მინისტრზე რახანია, მიდის დებატები, რომ საკუთარ გუნდთან აქვს პრობლემები. მე პირადად მესიმპათიურება ყიფიანი, ძალიან დიდ პატივს ვცემ მას და ძალიანაც განვიცადე. არ დაგიმალავთ, მქონდა მცდელობა მათი შერიგებისა, მაგრამ ეს არ მოხერხდა და პრემიერმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და რაც მთავარია, თვითონ მიიღო. მას პრემიერიც ესაუბრა და ესაც გაცხადებული იყო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სპორტის კომიტეტმა საზოგადოებას 27 აპრილს სპორტის სამინისტროს მიერ 10 შეუსრულებელი სამუშაოს ნუსხა წარუდგინა. პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე სპორტის კომიტეტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დეტალურად არის ჩამოთვლილი ის 10 პუნქტი, რაც ყიფიანის ხელძღვანელობით სამინისტრომ ვერ განახორციელა. მინისტრის ანგარიშის მოსმენის და დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხის შემდეგ, კომიტეტის წევრმა -11-მა დეპუტატმა ერთხმად უარყოფითად შეაფასა სამინისტროს საქმიანობა და ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურს შეატყობინა.
ლევან ყიფიანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გუშინ გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები