საგარეჯოში კუსტარულად მოწყობილი სანახშირე აღმოაჩინეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, კუსტარულად მოწყობილი სანახშირე აღმოაჩინეს. ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 50 ერთეული ტომარა ნახშირი. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას გადაეგზავნება.