უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმეზე გიგი უგულავას პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება. საქმე უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას, „სითი პარკისა“ და წინასაარჩევნოდ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტს ეხება. უგულავასთან ერთად, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულია შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე გოგოხია. იგი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული.
დღესვე, გიგი უგულავას დაცვის მხარე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ადვოკატები თბილისის ყოფილი მერის უკანონო პატიმრობას ასაჩივრებენ. მათი განმარტებით, უგულავას საპატიმროში დატოვებით კონსტიტუცია ირღვევა, რადგან მისი წინასწარი პატიმრობის ვადა უკვე ამოიწურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები