რიმა ბერაძემ ჩუღურეთის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ სამაჟორიტარო ოლქში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, რიმა ბერაძესთან ერთად პროექტების მონიტორინგის პროცესს წარმომადგენლობითი ორგანოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე, საკრებულოს დეპუტატი მანუჩარ მაჩაიძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და რაიონის გამგეობისა და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
დეპუტატებმა 12 ობიექტზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. რიმა ბერაძის ინფორმაციით, სამუშაოები, ძირითადად, გამაგრებითია და ასევე სახურევების შეკეთებასაც ითვალისწინებს.
,,მოგეხსენებათ, ჩუღურეთის რაიონში არაერთი უძველესი სახლია, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და სასწრაფო შეკეთებას საჭიროებს. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისთვის გამოყოფილი 5 მილიონი ლარი გამაგრებით სამუშაოებს მოხმარდეს’’,-განაცხადა რიმა ბერაძემ და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან შენობების ფასადების მოწესრიგებაც დაიწყება.
მისივე ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში შემოსული 170 განცხადებიდან 163 უკვე დაფინანსებული და დაპროექტებულია. საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ ჩუღურეთის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაობი დადებითად შეაფასა. ,,შთაბეჭდილება დადებითია. რაც მთავარია, გამგეობის და მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ბიუროს მუშაობით მოსახლეობაა კმაყოფილი’’,-აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები