„როსნეფტი“ ოკუპირებული აფხაზეთის სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს

„როსნეფტმა“ ოკუპირებული აფხაზეთის სოფლის მეურნეობის პროექტებში ინესტიციების განხორციელებისთვის მზად არის, – ამის შესახებ, სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა არტურ მექვაბიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ინვესტიციები, ძირითადად, ინფრასტრუქტურაში განხორციელდება.
„როსნეფტი“ გეგმავს პორტის და ნავთობის ბაზის მშენებლობას, ასევე აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლება მას დასასვენებელი სახლის მშენებლობისთვის ბიჭვინთაში მიწის ფართს გამოუყოფს. არტურ მექვაბიას განცხადებით, „როსნეფტი“ ასევე აპირებს აფხაზი სტუდენტების დაფინანსებას, რომლებიც რუსეთში სწავლობენ. სოხუმის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანია „როსნეფტი“ აფხაზეთში 2009 წლიდან მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები