კახა კუკავა, ბეჟან გუნავა, ირაკლი ღლონტი და ნიკოლოზ კირვალიძე დააკავეს

სამართალდამცველებმა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, მისი თანაგუნდელი ბეჟან გუნავა, პარტია „რეფორმატორების“ თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი და მისი მოადგილე ნიკოლოზ კირვალიძე დააკავეს. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაკავება „დეზერტირის“ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ისინი „სითი პარკის“ თანამშრომლებს არ აძლევდნენ უფლებას, მანქანა საჯარიმო სადგომზე გადაეყვანათ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები