ცხინვალში, ოკუპირებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე რადიაქტიული ნარჩენების შეტანის საკითხს განიხილავენ

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის პრეზიდიუმმა რესპუბლიკის ტერიტორიაზე რადიაქტიული და ტოქსიკური ნარჩენების შეტანის საკითხი განიხილა. სააგენტო „ოსინფორმის“ ცნობით, სხდომას ე.წ. პარლამენტის მრეწველობის, ტრანსპორტის და ბუნებრივი რესურესების კომიტეტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. გარდა ამისა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა ოკუპირებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2006-2008 წლებში მოქმედი დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასების საკითხი განიხილა. ამ თემაზე მოხსენებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ტასოევი გამოვიდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა რაოდენობის ნარჩენების შეტანაზეა საუბარი. სავარაუდოდ, ეს რუსეთის ატომური მრეწველობის შედეგად მიღებული რადიაქტიული ნარჩენებია, ვინაიდან საქართველოს მსგავსი ნვითიერებები არ გააჩნია, თანაც საქართველოს მოქალაქეებისთვის და ოფიციალური სტრუქტურებისთვის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოხვედრა შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები