ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომის მიუხედავად, მთავრობას ნდობის ხელახალი გამოცხადება არ სჭირდება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა.
თუკი მთავრობაში კიდევ ერთი მინისტრი, ანუ მეშვიდე მინისტრი შეიცვლება, მთავრობა პარლამენტში ნდობის მისაღებად შევა.
“კვირასთან“ საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხის დასასმელად საჭიროა მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3-ის, ანუ ამ შემთხვევაში 7 მინისტრის შეცვლა. “მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადების საკითხი რომ დადგეს, უნდა შეიცვალოს მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3, მაგრამ არანაკლებ 5 მინისტრისა – ასეთია საკონსტიტუციო ჩანაწერი.  მესამედი იქნება შვიდი და, შესაბამისად, 7 მინისტრის შეცვლის შემთხვევაში მთავრობა პარლამენტში ნდობის მისაღებად შევა“, – განუცხადა “კვირას“ ვახტანგ ძაბირაძემ.
შესაბამისად, კონსტიტუციის თანახმად, ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ მინისტრის თანამდებობის დატოვება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის ხელახალ გამოცხადებას არ იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები