სოხუმში 9 მაისს აღლუმი გაიმართება

დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში 9 მაისს სამხედრო აღლუმი გაიმართება. სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გარდა, აღლუმში რუსეთის სამხრეთ ოლქის ძალები და მესაზღვრეები მიიღებენ მონაწილეობას. მთლიანად აღლუმში 50-დე რუსი სამხედროს მონაწილეობა იგეგმება.
„სოხუმის სანაპიროზე გამარჯვების დღეს უცნობი ჯარისკაცის საფლავთან კოლონებით გაივლიან რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის, სასაზღვრო ძალების და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები“, – ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ამ ინფორმაციის მიხედვით, 9 მაისს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩართული იქნება რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის გამნაღმველთა ჯგუფი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები