რაულ ხაჯიმბა ყარაჩაი-ჩერქეზეთს ეწვევა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიბმა 28-29 აპრილს ყარაჩაი-ჩერქეზეთში გაემგზავრება. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ხაჯიმბა რესპუბლიკის ხელმძღვანელს რაშიდ ტემრეზოვს, ასევე დეპუტატებს და მთავრობის წევრებს შეხვდება. ხაჯიმბა ასევე გეგმავს 1992-1993 წლების საომარი მოქმედებების მონაწილეებთან შეხვედრას, რომლებიც აფხაზეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იბრძოდნენ. რაულ ხაჯიმბასთან ერთად ნალჩიკში გაემგზავრება ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი მუხამედ კილბა, ასევე ოლიმპიური კომიტეტის და აფხაზ-აბაზინების კონგრესის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები