ირაკლი ღარიბაშვილი: ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლი, ალბათ, უნდა გაიყიდოს

ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ მაქვს, ალბათ, ეს შენობა უნდა გაიყიდოს, – აღნიშნული საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა ჟურნალისტებთან ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შენობების საჭიროება ქალაქში არ იყო.
,,ჩვენ ვცდილობთ მოვუძებნოთ ფუნქცია ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას, რომელიც 350 მილიონი დაჯდა და მთავრობის სახლს, რომელიც 80 მილიონი დაჯდა. რა საჭირო იყო ეს შენობები ქუთაისში არ ვიცი, როცა სხვა მნიშვნელოვანი პროექტები იყო განსახორციელებელი. მთავრობის სახლთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ მაქვს, ალბათ, ეს შენობა უნდა გაიყიდოს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები