ლევან მამალაძე: ჩემს საქმეში შემკვეთის, მიშა სააკაშვილის ბრალეულობა იკვეთება

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე, მისი საქმის გამოძიების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამო პროკურატურის თანამშრომლებისა და ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებას ითხოვს, – ამის შესახებ ლევან მამალაძემ „კვირას“ პრესკლუბში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
მამალაძის თქმით, მან საკუთარი ძალებით გამოიძია მისი საქმე, რომლითაც მასზედ წარდგენილი ყველა ბრალი ბათილდება, თუმცა მის საქმეში პროკურატურის თნამშრომლების ბრალეულობა და საქმეში მიხეილ საკაშვილის უშუალო მონაწილეობა იკვეთება.
მამალაძის თქმით, ყოფილი ხელისუფლების დროს პროკურატურას მიხეილ სააკაშვილისგან პირდაპირი დავალება ჰქონდა რომ მის მიმართ რეპრესია განეხორციელებინა.
„ხელისუფლებას ჩემი საქმე ამ დრომდე არ გაუძიებია, აქედან გამომდინარე ჩვენ გამოვიძიეთ ის და პროკურატურას ამ გამოძიების მასალებს და შედეგებს გავაცნობთ, მაგრამ სააკაშვილის გაპიარებული ბრალდების დამადასტურებელი რომ ვერაფერი იპოვეს აიღეს ჩემი ქონებრივი დეკლარაცია და რაც იქ მეწერა ყველაფერი უკანონოდ გამოაცხადეს. მოიყვანეს ცრუ მოწმეები იმის შესახებ რომ თითქოსდა ვიღაცამ ქრთამად გადმომცა მანქანა. ყველა იმ ბრალდების საწინააღმდეგო დამამტკიცებელი საბუთები და ჩვენებები გვაქვს. ჩვენ სამხილებში არათუ გაქარწყლებული გვაქვს მანქანის ინცინდენტი არამედ გამოვკვეთეთ პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი დანაშაული. მასალებით დასტურდება რომ მათ ზეწოლით და ცრუ დასმენით მოიპოვეს საქმის მასალები. ვერაფერი იპოვეს ანგარიშის საქმეშიც. ბანკის თანამშრომელი სცემეს, დაემუქრნენ და აიძულეს დაეწერა ჩემზე ყალბი ჩვენება. ჩემს საქმეში შემკვეთის, მიშა სააკაშვილის ბრალეულობა იკვეთება, რომლის დავალებითაც მოქმედებდა პროკურატურა , ახორციელებდა ზეწოლას და ძალადობას. პროკურატურის თანამშრომლებს 14 მუხლით, მიხეილ სააკშვილს კი 11 მუხლით აქვს ჩადენილი ჩემ საქმეში დანაშაული ჩადენილი“-განაცხადა ლევან მამალაძემ.11165112_968418636536314_173084117176004590_o
მამალაძე პროკურატურისგან ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვს ვისი მხრიდანაც მის საქმეში დანაშაულებრივ გადაცდომას ჰქონდა ადგილი.
„ჩვენ შევიტანეთ განცხადება იმ დანაშაულის დადგენაზე რომელიც ძიების პროცესში ჩაიდინეს პროკურატურის თანამშრომლებმა და მიხეილ სააკაშვილმა. პროკურატურაში ახლა ჩემი სამე არ შესულა. პროკურატურაში შევიდა მოთხოვნა, ჩემს საქმესთან მიმართებაში სისხლის სამართლის დანაშაულებზე საქმის აღძვრვასთან დაკავშირებით. პროკურატურის თანამშრომლების და მიხეილ სააკაშვილის მიმართ“ – აღნიშნა მამალაძემ.
მამალაძის მხარემ პროკურატურაში განცხადება, ლევან მამალაძის საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნითაც შეიტანა. ყოფილი გუბერნატორის ადვოკატის ლექსო კობაიძის განმარტებით, მამალაძის საქმეში ახალი გარემოებები არსებობს რაც მისი თქმით, საქმის ხელახლა გამოძიების საფუძველს იძლევა.
„ ვითხოვთ რომ ლევან მამალაძის საქმე გამოძიებული იქნეს. საქმეში არსებობს ახალი გარემოებები . მოწმეები რომლებიც ლევან მამალაძის წინააღმდეგ აძლევდნენ ჩვენებებს დღეს ღიად საუბრობენ იმაზე რომ მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. მნიშვნელოვანია ისიც რომ ლევან მამალაძის საქმეში არ დაკითხულან მთავარი მოწმეები. ლევან მამალაძე უდანაშაულოა, ის პოლიტიკურ დაპირისპირებას შეეწირა“- აღნიშნა ლექსო კობაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები