პაატა ზაქარეიშვილი ლუკაშენკოს ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს
მიმაჩნია, რომ ბელორუსიის პრეზიდენტის ჩამოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი საქართველოსთვის, – აღნიშნული განცხადება საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და თანასწორების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
“დსთ-ს ქვეყნიდან გვაქვს სერიოზული მხარდაჭერა. ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის წინაშე სახელმწიფოს ვალდებულებებს, რაშიც, ბუნებრივია, იგულისხმება ტერიტორიული მთლიანობაც”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.