საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ დათა ახალაია გაამართლა
საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი დათა ახალაია გაამართლა. როგორც “კვირას“ ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განუცხადა, შესაბამისად, ქართულ მხარეს ახალაიას ექსტრადირებაზე უარი ეთქვა.
“საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა პეტრას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დათა ახალაია უდანაშაულოდ ცნო, შესაბამისად, ქართულ მხარეს უარი ეთქვა მის ექსტრადირებაზე“, -აღნიშნა “კვირასთან“ ირაკლი ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის სააპელაციო სასამართლომ კუდის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას ექსტრადიციაზე უარი განაცხადა.
დათა ახალაია საბერძნეთში გასული წლის თებერვალში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.