შსს რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას ადასტურებს

  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას ადასტურებს, – ამის შესახებ კომენტარი შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოჩა რატიანმა დვანში გააკეთა.
“რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, თუმცა დეტალები ამ წუთებშიც ზუსტდება”,- განაცხადა გოჩა რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სოფელში ხვნის პროცესი ოკუპანტების ვერტმფრენის პატრულირების ფონზე მიმდინარეობდა. სამხედრო ვერტმფრენი სოფლის თავზე ერთ საათზე მეტხანს დაფრინავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები