დავით სერგეენკო უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

   შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დღეს უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. როგორც „კვირას“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს,უკრაინის ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრს ოლეგ მუსის, საქართველოს ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა სამედიცინო და ჰუმანიტარული მიმართულებით დახმარების შესახებ.
ოლეგ მუსიმ მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას მზარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანაში მედიკამენტების, სახარჯი მასალისა და სამედიცინო პერსონალის საკმარისი რაოდენობაა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების დაწყებისთანავე, იყო მუდმივი კომუნიკაცია საქართველოსა და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის. ქართული მხარე კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს მეგობარი სახელმწიფოსათვის ნებისმიერი სახის სამედიცინო თუ ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები