24 აპრილი
09:00
საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სემინარს ოფიციალურად გახსნის, რომელსაც ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის (COCOM) წევრები, 50 ქვეყნის ტექნიკური დელეგატები და ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები დაესწრებიან.
10:30
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში არასამთავობო ორგანიზაციის – „პოზიცია“ ხელმძრვანელი გურამ ადამაშვილი პრესკონფერენციას გამართავს და იმ დოკუმენტებს გაასაჯაროვებს, რაც გურჯაანში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და გამგებელს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:00
მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომა გაიმართება.
11:00
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, მინისტრის მოადგილე ბესო დევდარიანი ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: სანდრო ეულის 3
11:00
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, გურჯაანიდან დაბრუნებული ნუკრი ქანთარია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: გურჯაანის ინციდენტთან დაკავშირებული დეტალები; დაგეგმილი საპროტესტო აქციები გამგებლის გადადგომის მოთხოვნით. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
E1
11:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ექსპერტი, იურისტი ვალერი გელბახიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: ლუკაშენკოს აქცენტები, დაპირისპირება რეგიონებში, შეხვდა თუ არა უკრაინაში უსუფაშვილი სააკაშვილს?
11:30
“პირველ პრესკლუბში” “ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იურიდიულ საკითხებში თამარ ავალიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: იაშვილის სახელობის კლინიკაში მყოფი მცირეწლოვანის ნიკოლოზ დიდებაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და პრეტენზიები კონკრეტული ექიმების მიმართ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ადვოკატი ლექსო კობაიძე პრესკონფერენციას გამართავს და პროკურატურაში ლევან მამალაძის საკითხთან დაკავშირებით განაცხადს შეიტანს. თემა: ლევან მამალაძის შეწყალება და საქართველოში დაბრუნება. ასევე მოხდება ძებნილ ლევან მამალაძის სკაიპით ჩართვა.მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „მოძრაობა-ახალი რეალობისთვის“ თავმჯდომარე, მწერალი მერაბ შათირიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: დაპირისპირება რეგიონებში – საიდან ჩნდება პროვოკაციული კერა?
12:00
„პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი ანა კიკნაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინადადება არ პასუხობს ეროვნულ ინტერესებს და ადგილობრივ დემოკრატიას. მისამართი: წერეთლის გამზ. 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
12:00
„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ წევრი ლევან ჩიტაძე, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში განცხადებას ჩააბარებს. განცხადება მოქმედი პარლამენტის წევრის კახა ბუცხრიკიძის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებებს ეხება. მისამართი: გორგასლის N24 საკონტაქტო პირი: ლევან ჩიტაძე 597 78 03 06
12:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ბრიფინგს გამართავს. თემა: კორუფცია დუშეთის გამგეობაში.
12:00
NEW
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
12:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „პროფესიული განათლების პროფკავშირის“ თავმჯდომარე დენის დავითაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: შეიქმნა საზოგადოებრივი საბჭო, რომელმაც დაიწყო განათლებაში მეცნირებაში არსებულ პრობლემებზე მუშაობა.
13:00
კლუბ „ბასიანში“, ინოვაციური პოპ-კულტურის დაჯილდოების ცერემონიალ “ელექტრონავტების” ნომინირებული “სამეულები” გამოვლინდება, ასევე დაჯილდოების ცერემონიალზე მედიის წარმომადგენელთა აკრედეტაცია მოხდება. მისამართი: კლუბი ბასიანი, რიყე, მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორია. საკონტაქტო პირი: ჯაბა სიხარულიძე 577 28 87 87