შსს-მ, „შეიკარი ღვედი“-ს ფარგლებში, კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროში სოციალური კამპანია „შეიკარი ღვედი“-ს ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე, მისი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ექსპერტები – შალვა ოგბაიძე, დავით მესხიშვილი და კამპანიის ვიდეორგოლში მონაწილე ცნობილი სახეები: ნატო მეტონიძე და სამორი ბალდე ესწრებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით განახორციელა სოციალური კამპანია: „შეიკარი ღვედი“. კამპანიის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი სატელევიზიო და რადიოეთერებში, ასევე, კინოთეატრებში: „რუსთაველი“ და „ამირანი“ განთავსდა. კლიპში მონაწილე ცნობილი სახეები მძღოლებს საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვისა და დამცავი ღვედის გამოყენებისკენ მოუწოდებენ. კამპანიის ფარგლებში, სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი, რომლის თანახმად, მონაწილეებს უნდა შეექმნათ დიზაინი, სლოგანი, გადაეღოთ ფოტოსურათი და ნამუშევრები უნდა განეთავსებინათ სოციალური კამპანია „შეიკარი ღვედი“-ს ფეისბუქის გვერდზე.
კამპანიაში ჩაერთო საზოგადოების დიდი ნაწილი. გამოვლინდა კონკურსის სამი გამარჯვებული: გიორგი ჯობავა – ფოტოსურათის ავტორი, დავით კაიშაური – სლოგანის ავტორი და ლაშა მონასელიძე – დიზაინის ავტორი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონკურსში გამარჯვებულები მობილური ტელეფონებით – „Iphone 5“-ით დაასაჩუქრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები