კახა კალაძე: საქართველოში ბიუროკრატია არ არსებობს და ამიტომაა ინტერესი ინვესტიციების განხორციელებისთვის

საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს ბიუროკრატია და ამიტომაა ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისთვის, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საქართველო-ბელორუსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კახა კალაძემ საქართველო-ბელორუსიას შორის სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა. “ჩვენ ვცდილობთ, უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველო ინვესტიციების კუთხით, რაც ახალი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. საქართველო მდიდარია ჰიდროენერგეტიკული რესურსით. ჩვენ დაახლოებით 17-20 პროცენტი ავითვისეთ და ამ მიმართულებით მთავრობა ყველაფერს აკეთებს. საქართველოში ბევრი ინვესტიცია შემოდის უცხოეთიდან და ენერგეტიკა ამ მიმართულებით მოწოდების სიმაღლეზე დგას. ბელორუსია, იმედია, დაინტერესდება ინვესტირებით, რადგან საქართველოში მიმზიდველი ბიზნესგარემო გვაქვს. ფაქტობრივად, არ არსებობს ბიუროკრატია და ამიტომაა ინვესტიციების განხორციელების ინტერესი საქართველოში “, – განაცხადა კახა კალაძემ. სასტუმრო “თბილისი მარიოტში” საქართველოსა და ბელორუსიის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, საქართველო-ბელორუსიის ბიზნესფორუმი იმართება. ფორუმი ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და პერსპექტივებს ეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები