ზახარჩენკომ ე.წ. „დონეცკის რესპუბლიკის“ შემადგენლობაში უკრაინის მიღების მზადყოფნის შესახებ განაცხადა

ე.წ. „დონეცკის რესპუბლიკის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე ზახარჩენკომ თავისი რესპუბლიკის შემადგენლობაში უკრაინის ოლქების მიღების მზადყოფნის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ რუსული ტელეარხი „ლაიფ ნიუსი“ იტყობინება. „უკრიანას შეუძლია შევიდეს დონეცკის რესაპუბლიკის შემადგენლობაში. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ლვოვის, ოდესის, კიევის და სხვა მოძმე რესპუბლიკები. ქვეყანა უნდა გარდაიქმნას“, – ამბობს ზახარჩენკო. მისი თქმით, დონბასი დღეს „გამაერთიანებელი ძალა“ უნდა გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები