„პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის არსებული უთანხმოება პოლიტიკური რყევებისა და ძალაუფლების გადანაწილების გამოვლინებაა“

„პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის უთანხმოება – კონსტიტუციაში არსებული გაურკვევლობა თუ პრობლემების სინდრომი?“ – ამ სიტყვებით ეხმაურება ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციიდან ათონელის ქუჩაზე გადასვლასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს. რატი აბულაძეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის არსებული უთანხმოება არ წარმოადგენს მხოლოდ გაუგებრობას.  მისი აზრით, ეს არის, პოლიტიკური რყევებისა და ძალაუფლების გადანაწილების გამოვლინება.
„პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის არსებული ენდემური უთანხმოება არ წარმოადგენს მხოლოდ გაუგებრობას, არც პერსონალურ კონფლიქტს, არც კოჰაბიტაციის დილემას, არც კონსტიტუციაში არსებულ ორაზროვნობას, არამედ იგი შეიძლება განხილული იქნას, როგორც ქვეყანაში არსებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების დამახასიათებელი „სინდრომი“. ასევე, პოლიტიკური რყევებისა და ძალაუფლების გადანაწილების გამოვლინება.
ფაქტია, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის არსებული საჯარო უთანხმოებები ამცირებს: სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობას, პოლიტიკურ ღირებულებებს, პირველი პირების მიერ საზოგადოების ინსპირირების მასშტაბებს, ერთიანი სახელმწიფო სისტემის ფორმირების განწყობას; ზრდის სახელმწიფო მომსახურების დანაკარგებსა და წილს მშპ-ში. თავის მხრივ, საჯარო უთანხმოებები აისახება გრძელვადიან პროექტებსა და გარიგებებზე, სამომხმარებლო და საქმიან ნდობაზე. საბოლოოდ, შეიძლება საკითხის ფორმულირება ამგვარად, მორალური პრინციპებისა და სოციალ-ეთიკური პასუხისმგებლობის ფონზე, აუცილებელია მიმდინარე საჯარო უთანხმოებების ლოკალიზება და ჰერმეტულობა“, – წერს რატი აბულაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები