დავით საყვარელიძისთვის ქრთამის მიცემის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილისთვის დავით საყვარელიძისთვის ქართამის მიცემის მცდელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამის შესახებ თავად საყვარელიძემ უკრაინის „მე-5 არხს“ განუცხადა.
„საქმე აღძრულია. ეს იმიტომ მოხდა, რომ ზოგიერთმა უსაქმურმა, ავანტიურისტმა ამით სპეკულაცია არ დაიწყოს“,- განაცხადა მან. ამასთანავე, საყვარელიძემ სისხლის სამართლის საქმის დეტალების კომენტირებაზე უარი განაცხადა. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ თავიდან ამ შემოთავაზების სერიოზულობაში ეჭვი შეეპარა და იფიქრა, რომ მის შემოწმებას აპირებენ.
რამდენიმე დღის წინ დავით საყვარელიძემ უკრაინელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას სთავაზობდნენ ყოველთვიურად „შავი“ ხელფასის სახით 10 მილიონი დოლარის გადახდას. ამ განცხადების შემდეგ უკრაინელმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ საყვარელიძემ ამ პირთა ვინაობა უნდა დაასახელოს.
აღსანიშნავია, რომ დავით საყვარელიძემ არ დააკონკრეტა, თუ რის სანაცვლოდ შესთავაზეს მას ქრთამი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები