ჩეხეთის ელჩმა გიორგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელი გადასცა

ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა.
როგორც „კვირას“ პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს. ტომაშ პერნიცკიმ გიორგი მარგველაშვილთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა კვლავაც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც ქვეყნის ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრების სწრაფვას.
ჩეხეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილებისათვის, მონაწილეობა მიიღოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი წლისათავისადმი მიძღვნილი სამიტის მუშაობაში და იმედი გამოთქვა, რომ გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობა ორი ქვეყნის ურთიერთობას ახალ იმპულსს შესძენს. თავის მხრივ, ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, მჭიდროდ ითანამშრომლებს ჩეხეთის რესპუბლიკის დიპლომატიურ მისიასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები