უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ერთი სამხედრო დაიღუპა
დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში დღე-ღამის განმავლობაში ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა. MIGnews.com.ua-ს ცნობით, პრორუსმა „ბოევიკებმა“ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს მარიუპოლის სიახლოვეს ხუთჯერ გაუხსნეს ცეცხლი. ლისენკოს განცხადებით, სიტუაცია აღმოსავლეთ უკრაინაში „დაძაბული, მაგრამ სტაბილურია“. მისი თქმით, ეს პირველი მსხვერპლია ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში 15 აპრილის შემდეგ.