იაპონიაში მატარებელმა სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა (ვიდეო)

იაპონიაში მატარებელმა მაგნიტურ ველზე სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა – 603 კილომეტრი საათში. ეს რეკორდი იაპონიის მთიან პრეფექტურა იამანასიში მატარებლის ტესტირების დროს იყო ნაჩვენები. კომპანია JR Tokai-ის წარმომადგენლის თქმით, სპეციალისტები ამ შედეგით კმაყოფილები არიან და ახლა მატარებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე იმუშავებენ.
2014 წელს იაპონიაში ტოკიოს და ნაგოიას შორის მაგნიტურ ბალიშზე პირველი კომერციული მატარებლის ხაზის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობა 2027 წელს უნდა დასრულდეს და მისი ფასი 45 მილიარდ დოლარს შეადგენს. 286-კილომეტრიან მონაკვეთს მატარებელი 40 წუთში გაივლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები