ჩეხეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის თქმით, პუტინს დონბასი კი არა, მთელი უკრაინა სჭირდება

ჩეხეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის კარელ შვარცენბერგის განცხადებით, პუტინი დონბასზე გაჩერებას არ აპირებს, ვინაიდან მას მთელ უკრაინაზე სჭირდება კონტროლი. ექსმინისტრის თქმით, მინსკის შეთანხმებას მოსკოვი დაარღვევს და ეს მხოლოდ დროის ამბავია. შვარცენბერგის თქმით, ეს მაშინ მოხდება, როდესაც „ბოევიკები“ მარიუპოლზე დაიწყებენ შეტევას.
„პუტინი არც გიჟია და არც ბრიყვი. არაფერი განსაკუთებული არ არის იმაში, რომ დონბასის ჩამორჩენილი ინფრასტრუქტურა და რამდენიმე სოფელი აიღო, ხოლო ამის შედეგად საკუთარ ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. მას მთელი უკრაინა სჭირდება, საუბარია ბრძოლაზე მთელი უკრაინის დასაკავებლად“, – ამბობს შვარცენბერგი. „შემდეგ იქნება მინსკი -2 , მინსკი 3,4, 5, 6 და ასე შემდეგ. და ბოლოს, საქმე იქამდე შეიძლება მივიდეს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე გაიმართება. ანუ უკრაინის საქმე დამთავრებული იქნება“,- ამბობს კარელ შვარცენბერგი. მისი აზრით, პუტინის მთავარი მიზანი რუსეთის იმპერიის აღდგენაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები