ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს მოჰამედ მურსის კაიროს სასამართლომ 20 – წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „როიტერის“ ინფორმაციით, მურსის პრეზიდენტის სასახლესთან 2012 წელს მომხდარ სისხლიან შეტაკებებში ედება ბრალი. მურსის გარდა პატიმრობა ორგანიზაცია „ძმები მუსულმანების“ კიდევ 12 წევრს მიუსაჯეს. ისინი ციხეში 10-დან 20 წლამდე გაატარებენ. მოჰამედ მურსის ასევე ბრალი ედება სახელმწიფო ღალატში და ციხიდან „ძმები მუსულმანების“ მასობრივი გაქცევის ორგანიზებაში. მოჰამედ მურსი ეგვიპტის პირველი პრეზიდენტი იყო, რომელიც საყოველთაო არჩევნების შედეგად მოვიდა ქვეყნის სათავეში. 2013 წელს მურსი სამხედრო გადატრიალების შედეგად ჩამოაშორეს ხელისუფლებას. ამჟამად ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს აბდულ ფატახ ხალილ ას-სისი იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები