ჩინეთში წყალდიდობის შედეგად 7 მაღაროელი დაიღუპა

სულ მცირე 7 მაღაროელი დაიღუპა და 13 მაღაროშია ბლოკირებული ჩინეთის ჩრდილოეთში მომხდარი წყალდიდობის შედეგად. ტელეკომპანია CCTV-ის ინფორმაციით, მაღაროში წყალი იმ მომენტში ჩავიდა, როდესაც იქ 247 ადამიანი იმყოფებოდა. მაღაროელების უმეტესმა ნაწილმა იქიდან გამოსვლა შეძლო. ბოლო დროს ჩინეთის მაღაროებში ავარიები და ამით გამოწვეული უბედური შემთხვევები შემცირდა, ვინაიდან იქ უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. რამდენიმე წლის წინ კი ჩინეთის მაღაროები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათოდ ითვლებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები