ნადეჟდა სავჩენკოს დედა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებს, პუტინზე ზეწოლა მოახდინონ

უკრაინელი პილოტის ნადეჟდა სავჩენკოს დედა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებს, რომ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა მოახდინონ, რათა მისი შვილი გაათავისუფლონ. მარია სავჩენკოს თქმით, მისი შვილი პოლიტპატიმარია. ამაზე ის მიუთითებს, რომ ნადეჟდა სავჩენკო ბრალის დადასტურების გარეშე უკვე თითქმის ერთი წელია პატიმრობაში იმყოფება. მარია სავჩენკომ ნადეჟდას გათავისუფლების კამპანია გერმანიაში დაიწყო. მან წერილი მისწერა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, რათა ის უკრაინელი პილოტის სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმაროს. ასევე მარია სავჩენკო ნიუ-იორკში ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთანაც აპირებს შეხვედრას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები