ისრაელის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში 9 მაისის აღლუმს არ დაესწრება
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსკოვში 9 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარი განცხადა. გაზეთ Jerusalem Post Israel News-ის ცნობით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნეთანიაჰუს ვიზიტი არ შედგება „რუსეთსა და ისრაელს შორის დაძაბული ურთიერთობების პერიოდში მოსკოვის მიერ ირანისთვის საზენიტო კომპლექს С-300-ის მიწოდების გამო“. ამასთანავე, ისრაელის საგარეო-პოლიტიკური უწყება აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დროს იერუსალიმი ორივე ქვეყნის მთავრობასთან ინარჩუნებს ოფიციალურ ურთიერთობებს. შეგახსენებთ, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე დასწრებაზე პრაქტიკულად ყველა ევროპული სახელმწიფოს ლიდერმა უარი განაცხადა.