ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, რუსეთს ხმის მიცემის უფლება ივნისამდე ჩამოერთვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არ განიხილავს მიმდინარე სესიაზე რუსეთისთვის ხმის უფლების დაბრუნების საკითხს. ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ვლადიმერ არიევმა განაცხადა.
„ასამბლეის ყველა წევრმა გადაწყვიტა, რომ ვინაიდან არ არის პროგრესი უკრაინაში კრიზისის მოგვარების სკითხში, ამიტომ რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგ სანქციების განხილვას აზრი არა აქვს. რუსეთი საპარლამენტო ასამბლეის მიერ ჯერ კიდე იანვარში მიღებული დოკუმენტის არც ერთი პარამეტრს და პუნქტს არ ასრულებს“,.- აცხადებს არიევი.
მისი განცხადებით ივნისში საპალამენტო ასამბლეა გადაწყვეტს გააგრძელოს, შეწყვიტოს თუ გაამკაცროს სანქციები რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები