ორი უკრაინელი მესაზღვრე ნაღმზე აფეთქდა
ლუგანსკის ოლქში ორი უკრაინელი მესაზღვრე ნაღმზე აფეთქდა. აფეთქების შედეგად სამხედროებმა სხეულის დაზიანება მიიღეს და ისინი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტი დასახლებულ პუნქტ კრასნაია ტალოვკასთან მოხდა. ლუგანსკისა და დონეცკის ოლქში ოფიციალურად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს. მიუხედავად ამისა, შეტაკებები და დივერსიული აქტები დროდადრო მოწინააღმდეგე ძალების გამყოფი ხაზის მთელ პერიმეტრზე ხდება.