გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის სიტყვების გამო აშშ-მ პოლონეთს ბოდიში მოუხადა

აშშ-ს ელჩმა პოლონეთში სტივენ მალმა ბოდიში მოიხადა აშშ-ს გამოძიების გედერალური ბიუროს ხელმძღვანელის ჯეიმს კომის გამონათქვამების გამო, რომ ჰოლოკოსტზე პასუხისმგებლობა გერმანიასთან ერთად პოლონეთმაც უნდა გაიზიაროს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გამართული შეხვედრის შემდეგ მალიმ განაცხადა, რომ ჰოლოკოსტზე სრული პასუხისმგებლობა გერმანელ ნაცისტებს ეკისრებათ. „მე ცალსახად დავაფიქსირე, რომ პოზიცია, რომლის მიხედვით პოლონეთი ჰოლოკოსტზე რამენაირად არის პასუხისმგებელი, არ არის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია. ეს არის შეცდომა და პოლონეთს დიდ შეურაცხყოფას აყენებს“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები