დაღესტანში „კავკასიის იმარატის“ ლიდერი მოკლეს

დაღესტნის ქალაქ ბუინაკსთან სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა სამი „ბოევიკი“ მოკლეს, რომელთა შორის შეიძლება იყოს ორგანიზაცია „კავკასიის იმარატის“ მეთაური ალიასხაბ კებეკოვი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პორტალი „კავკასიის პოლიტიკა“ ავრცელებს. „რეგნუმის“ ინფორმაციით, სპეცოპერაცია 19 აპრილს ჩატარდა. რამდენიმე „ბოევიკი“ ორსართულიან სახლში იყო ბლოკირებული. მოლაპარაკების შემდეგ მათ სახლიდან ბავშვები გაუშვეს, თუმცა ჩაბარებაზე უარი განაცხადეს. კებეკოვის დაღუპვას მის ორგანიზაციაშიც ადასტურებენ. ალიასხაბ კებეკოვი „კავკასიის იმარატს“ 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები