იაპონია 2018 წელს მთვარეზე ზონდის გაგზავნას აპირებს

იაპონიის კოსმოსური სააგენტო 2018 წელს მთვარეზე კოსმოსური ზონდის გაშვებას გეგმავს. ამის შემდეგ იაპონია მეოთხე ქვეყანა გახდება, რომელიც მთვარეზე არაპილოტირებულ გაფრენას განახორციელებს. „პროექტის განსახორციელებლად მრავალი პროცედურის და სამუშაოს ჩატარებაა აუცილებელი. ჯერჯერობით ყველაფერი წინ არის“, – განაცხადა იაპონიის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელმა.
კოსმოსური ზონდის გაშვება იაპონიას 170 მილიონი დოლარი დაუჯდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები