ვლადიმერ პუტინი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ხაკასიას მოინახულებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ხაკასიას მოინახულებს, სადაც ხანძრის შედეგების ლიკვიდაციის საკითხზე თათბირს გამართავს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსს“ პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნობა. ვიზიტის ზუსტი თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
მასშტაბური ხანძრები ხაკასიის ავტონომიურ რესპუბლიკაში 12 აპრილს დაიწყო. ხანძრის მიზეზი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ბალახის დაწვა გახდა. ამ დროისთის ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, მაგრამ რეგიონში საგანგებო სიტუაციის რეჟიმი არის შენარჩუნებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები