ბარსელონაში სტუდენტმა არბალეტით ლექტორი მოკლა
ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ბარსელონაში, ხუან ფუსტერის ინსტიტუტში მომხდარი სროლის შედეგად. სტუდენტმა არბალეტიდან ლექტორს და რამდენიმე მოსწავლეს ესროლა. შემთხვევის შედეგად პედაგოგი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მოსწავლეებმა ჭრილობები მიიღეს. პოლიციამ დამნაშავე უკვე დააკავა. ამ დროისთვის ადგილზე გამომძიებლები და მედიკოსები მუშაობენ.