იაპონიასთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა
5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა იაპონიის კუნძულ ოძუსთან, რომელიც წყნარ ოკეანეში მდებარეობს. მიწისძვრა აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა დააფიქსირა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტიტიძიმადან 386 კილომეტრში მდებარეობდა. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცუნამის შესახებ გამოცხადებული განგაში მალევე მოიხსნა.