სომალიში, გაეროს მისიასთან აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა
სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა სომალიში გაეროს მისიის სიახლოვეს მომხდარი აფეთქების შედეგად. გაეროს ოფისი სომალის ქალაქ გაროუეში მდებარეობს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ტერორისტებმა ავტომობილი ააფეთქეს, რომელშიც ბომბი იყო დამონტაჟებული. სომალიში ტერორისტული დაჯგუფება „აშ-შაბაბი“ მოქმედებს, რომელსაც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ აქვს კავშირი. სწორედ ამ დაჯგუფებას აბრალებენ კენიის ქალაქ გარისას უნივერსიტეტზე 2 კვირის წინ მომხდარ თავდასხმას, რომლის დროს 140 ადამიანი დაიღუპა.